შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწევს მისი ტემპერამენტის რეგულირება, როდესაც იგი 20 იანვარს, ახალი სამუშაოს შედგომისას, რეალობების წინაშე პირისპირ აღმოჩნდება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, თეთრ სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე ობამამ განაცხადა, რომ „თავისუფალი ტრამპი“ ვერ იქნება ისეთი გულგახსნილი, როგორც ის იყო ხანგრძლივი და ცხარე კამპანიის დროს, რომელიც გასულ კვირას „რესპუბლიკელი“ კანდიდატის „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონზე გასაოცარი გამარჯვებით დასრულდა.
სიტყვების ფრთხილად შერჩევისას ობამამ თქვა: „ამ ოფისს გააჩნია შენი გამოფხიზლების უნარი... იგი საკმაოდ სწრაფად იგრძნობს მისი იმ პოზიციების ან განწყობილებების იმ ასპექტებს, რომელიც არ ესადაგება რეალობას, რადგან რეალობას აქვს თავისი თავის შეფასების უნარი“.
ობამა და ტრამპი ოვალურ ოფისში გასულ კვირას შეხვდნენ რათა ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყონ. ობამამ ორშაბათს თქვა, რომ მას სჯერა, რომ ტრამპი ოფისში მუშაობის შედგომის შემდეგ პრაგმატული იქნება და ქვეყნის პრობლემებს იდეოლოგიური პერსპექტივიდან არ შეხედავს.
„მისი ტემპერამენტის გარკვეული ელემენტები არ მოემსახურება მას კარგად, თუკი არ გააცნობიერებს მათ და არ მოახდენს მათ კორექტირებას“, - განაცხადა ობამამ და დაამატა:
„რადგან, როცა შენ ხარ კანდიდატი და ამბობ ისეთ რამეს, რომელიც მცდარი ან სადაოა, მას ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე იმას, როცა შენ ხარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ყველა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყურადღებას გაქცევს“.
მაგრამ ობამამ, რომელმაც, საარჩევნო კამპანიის დროს წარმოჩენილი ტრამპის ხასიათი გააკრიტიკა, თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო ტრამპისაგან ერთიანობის სიგნალის გაგზავნა მძიმე საარჩევნო ბრძოლის შემდეგ.
„მე გავმხნევდი მისი განცხადებებით არჩევნების ღამეს ერთიანობის საჭიროებაზე და მის ინტერესზე იყოს ყველა ადამიანის პრეზიდენტი“, - თქვა ობამამ. „ამის მსგავს არჩევნებში, რომელიც იყო აგრერიგად შეჯიბრებითი ხასიათის და დაყოფილი, ჟესტებს მნიშვნელობა აქვს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.