ახალქალაქის ქუჩების მოასფალტება და გარე განათების მოწყობა, ბურნაშეთის წყალი, ახალქალაქი-ბავრას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - ეს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, 2016 წელს განსახორციელებელი პროექტებიდან, ადგილობრივების საჭიროებების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
ედუარდ აღასარიანმა Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ახალქალაქში, ისე მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წელს ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, რომლებზეც საერთო ჯამში, 7 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა.

(ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი)
გამგებლის თქმით, 2016 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტებიდან, პრაქტიკულად ყველა დასრულებულია, დარჩენილია ახალქალაქის ერთი ქუჩის მოასფალტება, რომელიც მისივე თქმით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოესწრება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი განვახორციელეთ, გარდა ერთისა. როგორც მაღალმთიანმა რეგიონმა, მივიღეთ დამატებითი თანხა 510 000 ლარის ოდენობით და გვქონდა მზა პროექტები - ახალქალაქის 5 ქუჩის მოასფალტება, აქედან 4 ქუჩა დასრულდა 100%-ით, ერთზე კი პრობლემები შეგვექმნა. ამჟამად, მიმდინარეობის პროცესშია სარქსიანის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ქუჩა არის ახალქალაქის პირველი ქუჩა, რაც აქ დასახლება არსებობს. როგორც ჩანს, ქუჩის დაბლა არის კლდე და ძალიან გაჭირდა იქ გაყვანილობის მილების გაკეთება. მუშაობის პროცესში დაგვიზიანდა ტექნიკა. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე მივიყვანთ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ედუარდ აღასარიანის თქმით, ახალქალაქში წელს ბევრი ქუჩის მოასფალტება მოხდა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის ფინანსებით.
„ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე გაკეთდა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები; მოეწყო გარე განათებები. 2017 წელს გვინდა, რომ აღარ იყოს ახალქალაქში ქუჩა, სადაც ნორმალური გზა არ იქნება. დღეს, არის ადგილები, სადაც მოსახლეობას არ სჯერა რომ ასფალტი დაიგება, თუმცა ყველგან მივდივართ და ვაკეთებთ", - განუცხადა ედუარდ აღასარიანმა Guardian.ge-ს და დასძინა, რომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების 85% შესრულებულია, მიმდინარე სამუშაოების დასრულება კი ნოემბრის ბოლოს იგეგმება. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის 1 164 000 ლარი იყო გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.