რომან გოცირიძე: ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ
15-11-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.

 

 

„მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ტექნიკური სამსახური რატომ უნდა აკეთებდეს განცხადებას ლართან დაკავშირებით? არსებობს მთავრობა ან პრემიერ მინისტრი და მათი პოზიცია უნდა მოგვესმინა, თუ ფინანსთა სამინისტროზე ან ეროვნულ ბანკზე უფრო ”ავტორიტეტული” სიტყვა უნდოდათ რომ ეთქვათ. ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი წარმოდგენა ლარის გაუფასურებისა და ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კვლავ ხდება გადაბრალება გარე ფაქტორებზე და ზოგიერთ ”შიდა ძალებზე”. ამ განცხადებით ვგებულობთ, რომ მთავრობა რაღაცას აპირებს და უნდა ველოდოთ მორიგ განცხადებას. მინიშნებებია რაღაც რეგულაციებზე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ახალ-ახალი მარეგულურებელი ნორმების შემოღება ამ მთავრობის ჩვეული წესი იყო და დიდწილად მან შეუწყო ხელი არსებული ვითარების ჩამოყალიბებას. ლარი ყოველგვარი ზედმეტი რეგულირების გარეშე ათი წელიწადია იყო სტაბილური. მთავრობის განცხადების სულისკვეთება არის დამაბნეველი, ცუდ სიგნალებს უგზავნის ინვესტორებს და საფინანსო სექტორს და შეიძლება გახდეს ვითარების კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი. რაც შეეხება დაპირებას ჯანსაღი ბიუჯეტის შესახებ, კარგია რომ ოთხი წლის შემდეგ მაინც გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის საქმეში. ველოდებით პარლამენტში. აღდგომა და ხვალეო!“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

 

საქართველოს მთავრობა ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეროვნული ვალუტის "დროებითი ცვლილების" გამომწვევ ფაქტორებს ასახელებს და ამბობს, რომ "უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით".

 

 

"საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.

 


ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

 


1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;

 


2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;

 


3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

 


ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორების პარალელურად ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება. მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ფასების კლება დაფიქსირდა.

 


ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას, ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

 


1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;

 


2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

 


შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.

 


დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი