აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ შექმნის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ექვსივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტში სამომავლოდ განსახორციელებელ სხვა პროგრამებზე ისაუბრა.
„ალიანსი“ აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს. სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონსულტანტის ფუნქციებს შეითავსებს და მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრასა და სხვა საქმიანობაში დაეხმარება.
„ალიანსის“ მფლობელობის პროცენტული მაჩვენებლები, უცხოური კომპანიის შესაბამისი კვლევის საფუძველზე, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 26%, ბათუმი - 34%, ქობულეთი - 17%, ქედა - 4%, შუახევი - 3%, ხულო - 5%, ხელვაჩაური - 11%.
ზოგადად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ეფუძნება (Feasibility Study), რომლის (Feasibility Study) ღირებულება ნახევარი მილიონი ევროა და ის 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. კვლევის პერიოდში შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ (არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის მონაწილეობით) საჯარო შეხვედრები ჩატარდა. საკონსულტაციო კომპანია „IGR AG“-ის მიერ (Feasibility Study-ის ფარგლებში), მუნიციპალიტეტებში უკვე შეარჩია საპილოტე ტერიტორიები, სადაც გერმანიის განვითარების ბანკი პროექტის პირველ ეტაპს განხორციელებს. ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, წყლის სისტემების სამშენებლო პროცედურები დაიწყება", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.