ეგვიპტის უმაღლესმა სასამართლომ ჩამოგდებული ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მორსისადმი გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მორსის სიკვდილით დასჯა 2011 წლის რევოლუციის დროს საპატიმროებიდან მასობრივი გაქცევისას მის წილი პასუხისმგებლობისთვის ჰქონდა მისჯილი.
იგი 2012 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად ძალაუფლებიდან ჩამოაგდეს.
მორსი ცალკე გასამართლდა ტერორიზმის ბრალდებით და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. იგი ჯერ კიდევ უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე სხვა ბრალდებების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.