"სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან"
10-03-2015, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს (იხლეთ ამ ბმულზე: http://guardian.ge/2061-iranis-saelcho-thea-tsulukians-gauazrebeli-ganckhadebis-gakethebashi-adanashaulebs.html )მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას "საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან - ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად".

 


"ამ რეფორმების რიცხვშია საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებაც იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ. ამ და სხვა საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ და წარმატებით დაიხურა წინა წლის ოქტომბერში.

 


ამ რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას კოორდინაციას უწევს მიგრაციის სამთავრობო კომისია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელშიც აქტიურ როლს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროები ასრულებენ. მიღწეული წარმატებაც კოლექტიური ძალისხმევის შედეგია.

 

 

გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის, ისევე, როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები. თითოეული ამ სირთულის გადასაჭრელად იუსტიციის მინისტრი პირადად მუშაობს თავის სხვა კოლეგასთან ერთად და ეს მუშაობა გაგრძელდება ყოველი ინდივიდუალური საკითხის მოგვარებამდე.

 


იმავე საჯარო გამოსვლაში იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ახლა უკვე არსებობს წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა, ვინაიდან საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოს არ ჰქონდა.

 


ამ წესების და უკვე შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში კი გაიხსნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნელ-ნელა იფიქროს მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებაზე ფოკუსირებულად, რათა წაახალისოს ინვესტორები და არა მხოლოდ, მათ შორის ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული.

 

 

სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, რომელიც საქმეზე და გამოსავლის პერსპექტივის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ერთი მხრივ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებისათვის და მეორე მხრივ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან - ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად," ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი