ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცები შესაცვლელი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მინისტრმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროში მუშაობას "რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებს". ჯეჯელავა აცხადებს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, იგი "პოსტზე რჩება".
”პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს, 100%-იანი დარწმუნება ვერ გვექნება, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პოსტზე ვრჩები. ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამ საფუძველშიც შესაცვლელია", - განაცხადა ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.