თბილისში გამოფენა „იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ გაიხსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, გამოფენა მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი“ მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს და იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებმაც „იტალიური სტილის“ დამკვიდრებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. გამოფენაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებებია წარმოდგენილი. კომპანია “Galgano&Tota”-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია თითოეული დიზაინერის განმასხვავებელი ნიშნების წარმოსაჩენად შერჩეულ 80-მდე ისტორიულ მოდელს მოიცავს.
თბილისის მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, გამოფენა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ქართველი წარმოშობის იტალიელი დიზაინერის ირენე გალიცინას ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.