საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საჭიროა ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას კომპლექსურად უყურებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეჯელავამ აღნიშნა, იმის თქმა, რომ მხოლოდ მასწავლებლის კვალიფიკაცია ეწოდება მის მიერ საგნის ცოდნას, არის შეცდომა.
"ჩვენ თუ გაგვიზარდეს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ოჯახის წევრები, პატივს არ სცემს მეგობრებს და იცის ფიზიკა ან ბიოლოგია კარგად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში სკოლამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლის შედეგიანობას უყურებს კომპლექსურად. რა მნიშვნელობა აქვს პირობითად მასწავლებელ სანდროს, რომელსაც ხელში უჭირავს საბუთი, რომ მან ძალიან მაგრად იცის მათემატიკა, თუ ის არ ვარგა ბავშვებთან ურთიერთობაში? ვერ გაყავს ბავშვი შედეგზე? ამიტომ ის, თუ როგორ იცის მან მათემატიკა, ეს არის მხოლოდ ნაწილი შეფასების და არა მთელი შეფასება....
საკითხი დგას ასე, მაგალითად თავის საგანში უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი, რომელიც ჩაგრავს ბავშვებს უნდა დავტოვოთ სკოლაში თუ გავუშვათ სახლში? მე ვამბობ, რომ უნდა გავუშვათ სახლში. ანუ კვალიფიკაცია არის ერთი განზომილება, მაგრამ რას აკეთებს, როგორ იქცევა, არის მეორე განზომილება. ამიტომ მე ვამბობ, რომ სკოლაში დარჩება ყველა, ვისითაც კმაყოფილი იქნება მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია. სკოლიდან გავა ყველა, ვისითაც იქნება უკმაყოფილო მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია” - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.