შსს-მ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
"შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ 1975 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა გ.თ.-ს, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა.
ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „ბაიკალის“ სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველო აწარმოებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.