ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოში მიმდინარე „ნატო-საქართველოს წვრთნები 2016“ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსის და ამ თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს შორის არსებული სიღრმისეული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. წვრთნებში, ქართულ მხარესთან ერთად, ჩართულია ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნის 250-მდე სამხედრო მოსამსახურე 13 სახელმწიფოდან. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.