თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში დადგენილ ვადაში გადაიგზავნება.
ნარმანიას თქმით, მომავალი წლის პრიორიტეტებად მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება განისაზღვრა.
"მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2017 წელს 62 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული ოდენობის თანხაა.
ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის 2017 წელს გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით დედაქალაქის მერია 6.8 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს. (85,5 მლნ).
რაც შეეხება გამწვანებას, ამ მიმართულებითაც 2017 წლის ბიუჯეტი იზრდება 3 მლნ ლარზე მეტით.
განათლებასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ნაწილში კი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 15 მლნ ლარზე მეტია ზრდა - დასრულდება 10 დაწყებული ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.