საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მ პრეზიდენტად "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი აირჩია, იმხელა "რადიკალური გადასვლა" მოხდება შეერთებულ შტატებში, რომ შესაძლოა, ევროპის იმ რეგიონისკენ, სადაც საქართველო მდებარეობს, რამდენიმე თვე "არავინ გამოიხედოს".
სააკაშვილს მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ვლადიმერ პუტინს "ბევრი უბედურების" ჩადენა, ხოლო ევროპელ გავლენიან პოლიტიკოსებს "უხეშ გარიგებებზე" წასვლა შეუძლიათ. გამომდინარე აქედან, სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შემდეგი რამდენი თვე "განსაკუთრებით საშიში" იქნება.
"ჩვენთვის კიდევ კარგი ვარიანტი იქნება, თუ ამერიკის პრობლემებით დაკავდება ხელისუფლება. შემდეგი რამდენიმე თვეა განსაკუთრებით საშიში, რადგან პუტინმა ეს [ტრამპის გამარჯვება] მთელ სამეზობლოში გააჩაღა, როგორც თავისი გამარჯვება. ახლა პუტინს ბევრი უბედურების ჩადენა შეუძლია, სანამ ისინი საერთოდ აზრზე მოვლენ იმიტომ, რომ ეხლა ძალიან რადიკალური გადასვლაა ამერიკაში და შეიძლება, რამდენიმე თვე საერთოდ არავინ გამოიხედოს ამ რეგიონისკენ. ამ დროს, ევროპელები მზად იქნებიან ძალიან უხეშ გარიგებებზე წავიდნენ. მე წარმოდგენაც კი მიჭირს, რა სიბინძურეები მოხდება. ეს არ ეხება რა თქმა უნდა, ყველას, მაგრამ ძალიან გავლენიან პოლიტკოსებს ეხება. მათი თვალსაზრისით, ამერიკა ხელიდან წავიდა და რუსეთი ახლოს არის. ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსების ნაწილი შეიძლება საოცრად ბინძურ გარიგებებზეც კი წავიდეს. ახლა ყველას სიფრთხილე მართებს," - განაცხადა სააკაშვილმა.
მან შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი საქართველომ წარმატებებით მიიზიდა.
"მას მოსწონს წარმატება. საქართველომ იმიტომ მიიზიდა, რომ წარმატებული ქვეყანა იყო. წარმატებების კონკრეტული მაგალითებით, მსოფლიო რეიტინგებით, აღმშენებლობით. 2012-ში რომ იყო ბათუმში, თქვა, რომ ეს უიშვიათესია, რაც თქვენ გაქვთ, ამ მშენებლობების ტემპიო. მაგრამ იცოდეთ, რომ ასეთი რაღაცეები დიდხანს არ გრძელდებაო და გეგონება იწინასწარმეტყველა და ეს რამდენიმე თვეში დსრულდა. უყვარს წარმატება. ეხლა საქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? 'ლუზერები' არავის არ უყვარს, ტრამპს უფრო მეტად არ უყვარს, იმიტომ რომ ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანია", - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.