შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესის მიმდინარეობისას ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ტრამპი არაჩვეულებრივი გამოწვევების წინაშე დგას.
ამის შესახებ CBS news -ი წერს, რომლის სტატიის ქართულ თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.
„ჩვენ არასოდეს არ გვქონია ამ დონის სამძიმო დაბროკლება“, - აცხადებს კენეტ გროსი, ვაშინგტონში ბაზირებული პოლიტიკური კანონების ექსპერტი, რომელიც რჩევებს აძლევს ბევრ მაღალი რანგის პოლიტიკოსს.
ტრამპი მიემგზავრება ოვალურ ოფისში დიდძალი უძრავი ქოენების ფლობით, რომლის სახელიც მთელ მსოფლიოს არის მოდებული, რის გამოც იგი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, განაცალკევოს მისი პირადი ინტერესები, მისი პოლიტიკური მოვალეობებისაგან.
ტრამპის ორგანიზაციის კორპორატიულ ვებგვერდზე განთავსებულია საერთაშორისო უძრავი ქონების სია, რომელსაც ტრამპი ფლობს კანადაში, პანამაში, ურუგვაიში, ინდოეთში, ფილიპინებზე, თურქეთში და ბრაზილიაში, ისევე, როგორც მას ეკუთვნის გოლფის კლუბები და დასასვენებელი ადგილები შოტლანდიაში, ირლანდიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
როგორც გროსი ამბობს, მისი უცხოური ბიზნეს-გარიგებები მნიშვნელოვანი ინტერესეთა კონფლიქტის წინაშე დგას, რადგან საერთაშორისო შეთანხმებები ნამდვილი ლეგალური რისკის ქვეშ დგება.
„[ტრამპი] დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი [როგორც პრეზიდენტი] არ იღებს რაიმე სარგებელს ამ ორგანიზაციებიდან, რადგან ეს, ფაქტობრივად, შეერთებული შტატების კონსტიტუციის დარღვევაა“, - აცხადებს გროსი.
პოლ როტშტეინი, იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკოსს გააჩნია მსოფლიო ბიზნეს კომპანიები, ეს საჭიროებს სამთავრობო ნებართვებს. „ძალზე მნიშვნელოვანია, ეს ბიზნესები შენიდან მოშორებით იმართებოდეს“.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც წუხილის საგანს წარმოადგენს ისაა, რომ ტრამპს სავარაუდო შეფასებით, 364 მილიონი აშშ დოლარის ვალი მართებს გერმანული საფინანსო გიგანტის, „დოიჩე ბანკისათვის“, რომელიც ამჟამად, იპოთეკური გირავნობის უსაფრთხოების გამოძიების შედეგად, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან ვალის გასტუმრების მოლაპარაკების პროცესშია.
გროსი აღნიშნავს, რომ ტრამპს ასევე აქვს ბიზნეს ინტერესები იმ ქვეყნებში, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის „არამეგობრულ“ ქვეყნებად არიან მიჩნეული. აგვისტოში „ნიუ იორკ თაიმსის“ გამოძიებამ გამოამჟღავნა, რომ მისი უძრავი ქონების კომპანიებს „ჩინეთის ბანკის“ ასეულობით მილიონი დოლარის ვალი აქვთ.
ტრამპი ასევე აშენებდა სასტუმროს ბაქოში, აზერბაიჯანში, მაგრამ ამ ქონების მისამართი უკვე აღარ იძებნება მის კორპორატიულ ვებგვერდზე. The Associated Press-ის თანახმად, პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ანარ მამედოვი, იმ აზერბაიჯანელი მინისტრის შვილია, რომელიც ამერიკელი დიპლომატების მიერ კორუფციასა და ირანის არმიაში ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.

(ტრამპის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ბიზნეს პროექტი "ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო" ბაქოში, აზერბაიჯანში)
ტრამპის ინტერესები თურქეთში, რომელიც მოიცავს სტამბულის „ტრამპ თაურებს“ ასევე შეიძლება რომ პრობლემატური იყოს. შეერთებული შტატების მოკავშირესთან დაძაბულობა ივლისში წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გაიზარდა, რასაც ქვეყნის სამხედროების მიმართ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება და მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.
ოქტომბერში ტრამპმა ოფიციალურად გახსნა „ტრამპის საერთაშორისო სასტუმრო“ ვაშინგტონ დი სიში. სასტუმრო, ხელახალი განვითარების ფარგლებში, ქალაქის ისტორიული საფოსტო ოფისის შენობაში განთავსდა. ტრამპის კორპორაციას ქონება იჯარით აქვს აღებული შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობისაგან.
გროსი და როტშტეინი უშვებენ, რომ შესაძლოა, მომავალი ადმინისტრაციის პირობებში აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების საკითხი წამოიჭრას.
„როდესაც სახეზე გამქირავებელ-დამქირავებლის ტიპის ურთიერთობა გვაქვს, ხშირად მათ შორის უთანხმოებებია და მათ რაღაც საერთო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ“, - ამბობს როტშტეინი.

(ტრამპის ახალი სასტუმრო ვაშინგტონში)
მართებულად თუ არამართებულად, საზოგადოებამ ეჭვი შეიძლება შეიტანოს ტრამპის საპრეზიდენტო ბერკეტების გამოყენებაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. არსებითი იქნება, ადმინისტრაციამ გარანტია მისცეს სხვა დამქირავებლებსაც, რომელთაც მთავრობისაგან იჯარით აქვთ აღებული ქონება, რომ მიკერძოებულობას არ ექნება ადგილი ტრამპის სასტუმროსთან მიმართებაში.
ზოგიერთს სჯერა, რომ ინტერესთა თანდაყოლილ კონფლიქტთან გვაქვს საქმე, როდესაც მილიარდერი ბიზნესმენი პრეზიდენტი ხდება, რადგან მას კორპორატიულ საგადასახადო ტარიფებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
გროსი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა „ალბათ შორს წაგვიყვანს“.
ის აცხადებს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ბიზნესზე ფართო გაგებით მოახდენს გავლენას, „უსამართლობა იქნებ იმის თქმა, ‘იცით რა, გადასახადების შემცირების რეალური მოტივაცია იყო ის, რომ სარგებელი მიეღო მის კორპორატიულ კომპანიებს ან მას პერსონალურად’.“ განსაკუთრებით, ამბობს ის, თუკი პოლიტიკა თავსებადი იქნება იმ დაპირებასთან, რასაც ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს იძლეოდა.
წარმატებული ბიზნესმენობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისათვის, ამბობს როტშტეინი. იგი შენიშნავს, რომ ხალხმა, ვინც მას არჩევნებზე ხმა მისცა, მისი ბიოგრაფია იცოდა.
პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა იქნება, ტრამპმა მისი ფინანსური ჰოლდინგები „ნდობით აღჭურვილი პირის“ განკარგვაში გადაიტანოს, რა სქემის მიხედვითაც, ეს პირი მთლიანად ხელში აიღებს ტრამპის მენეჯნემტის პორტფელს და მას ბიზნეს საკითხებზე რჩევებს არ ჰკითხავს იმ დროის განმავლობაში, სანამ იგი პრეზიდენტი იქნება.
ტრამპის შემოთავაზებული გეგმა, ბიზნეს ოპერაციები მის შვილებს გადააბაროს არ არის „ნდობით აღჭურვილი პირის“ ვარიანტი და „ალბათ არც საუკეთესო გადაწყვეტილება“, -აცხადებს როტშტეინი, მაგრამ „ეს უკეთესია, ვიდრე არაფერი“.
ყველა წვრილმანი პოტენციური კონფლიქტისთვის თავის მოყრა რთული ამოცანაა, ამბობს გროსი, რადგან „ჩვენ არ ვიცით“ მისი პერსონალური და ბიზნეს გარიგებების სრული მოცულობა.
ტრამპმა მისი გადასახადების დაბრუნება საჯარო არ გახადა, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატები ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას შეიძლება არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია ტრამპის ყველა ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებზე.
მაგრამ ფაქტია, რომ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი უფრო მოსალოდნელია, რომ საზოგადოების აღქმის პრობლემიდან იყოს, ვიდრე ნამდვილი კანონდარღვევიდან, რადგან შეერთებული შტატების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები გათავისუფლებული არიან ინტერესთა კონფლიქტის ბევრი რეგულაციიდან.
„პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საკმაოდ თავისუფალნი არიან ნებისმიერ სპეციფიკურ კანონთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა იცავდეს ინტერესთა კონფლიქტისაგან ან რეგულირებას ახდენდეს მასზე“, - ამბოს როტშტეინი.
მოსაზრება მომდინარეობს იმ იდეისაგან, რომ თუკი ამომრჩევლები დემოკრატიულად ირჩევენ ვიღაცას პრეზიდენტად, მათ უნდა მტკიცედ სჯეროდეთ, რომ მას შეიძლება რომ ენდონ ნებსიმიერი პოტენციური კონფლიქტის მართვაში.
როტშტეინის თქმით, ეს ასევე უშვებს, რომ ამერიკელ ამომრჩეველს „განათლებული და კარგად აღზრდილი“ პირი უნდათ პრეზიდენტად, და ამ ადამიანებს არ უნდა გაუმტყუნო იმედები იმიტომ, რომ ისინი წუხილს გამოხატავენ მათ [პრეზიდენტების] ფინანსურ ინტერესებზე.
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონები სათავეს დასაბიმდან იღებენ, როდესაც პრეზიდენტების მოვალეობები მიჩნეული იყო იმდენად ფართოდ, რომ მათი რეგულირება შეუძლებელი იყო“, - აცხადებს გროსი.
„მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები, რომლებიც 1800-იან წლებში კონსულტაციებს ეწეოდნენ მონათმფლობელობაზე - ვის ჰყავდა საკუთრებაში მონები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.