ტრამპი უარყოფს, რომ მის გუნდში უწესრიგობა სუფევს, ამერიკული მედია კი მისი სიძის, ჯერედ კუშნერის გავლენებზე წერს
16-11-2016, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის გარდამავალ გუნდში უწესრიგობას აქვს ადგილი.

 

 

ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მისი ახალი კაბინეტის წევრების და სხვა თანამდებობებზე პირთა შერჩევის პროცესი „ძალიან ორგანიზებულად“ მიმდინარეობს.

 


შეერთებული შტატების მედიის ცნობით, გარდამავალი გუნდის ორი მთავარი წევრი, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა, იძულებული გახადეს გუნდიდან წასულიყვნენ.

 

 

ტრამპმა უკვე შეცვალა მისი გარდამავალი გუნდის ხელმძღვანელი ნიუ ჯერსის გუბერნატორი ქრის ქრისტი, ვიცე-პრეზიდენტად არჩეული მაიკ პენსით.

 


მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აღნიშნული ცვლილების უკან ტრამპის სიძე და მისი ახლო მრჩეველი, 35 წლის ჯერედ კუშნერი (იგი ტრამპის ქალიშვილზე, ივანკაზე 2009 წელს დაქორწინდა) იდგა.

 


ქრისტი ნიუ ჯერსის გენერალური პროკურორი იყო, როდედსაც 2004 წელს კუშნერის მამა აღნიშნულ შტატში გადასახადების გადახდის თავის არიდების, არალეგალურ კამპანიაში წვლილის შეტანის და მოწმის მოსყიდვის ბრალდებით ციხეში ჩასვეს.

 

 

დასავლური მედია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ჯერედ კუშნერს ტრამპზე დიდი გავლენა აქვს და არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებების უკან ხშირად ის დგას.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, კუშნერი შეუნაცვლებელი ფიგურა იყო ტრამპის თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე.

 

 

„გულწრფელად გეტყვით, ჯერედი ძალიან წარმატებული პერსონაა უძრავი ქონების ბიზნესში. მაგრამ მე ვფიქრობ, მას პოლიტიკა უფრო მოსწონს, ვიდრე უძრავი ქონების სფერო“, - განაცხადა ტრამპმა მის სიძეზე, ჯერედ კუშნერზე, მაისში, ინდიანას შტატში პრაიმერში გამარჯვების შემდეგ სიტყვის წარმოთქმისას, ამ დროს კი მის გვერდით ხელმარჯვნივ კუშნერი იდგა. „მაგრამ ის ძალიან კარგად ერკვევა პოლიტიკაში“. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი