დავით ბაქრაძე: საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში მიიღეს ობიექტური ინფორმაცია
16-11-2016, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულლ შტატებში დავით ბაქრაძემ, რომელიც დიპლომატის რანგში უფლებამოსილების შესრულებას ვაშინგტონში სავარაუდოდ, დეკემბრიდან შეუდეგბა, განაცხადა, რომ საქართველოს სასაპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში "მნიშვნელოვანი გზავნილი" მიიღეს და მათ მკაფიოდ განემარტათ, რომ "არის საკითხები, რომელსაც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს".

 

 

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატრიარქოსთან ერთად ორი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპული გზა.

 

 

„საქართველოს ევროპული გზა ნიშნავს, იმას, რომ ჩვენი კულტურით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი მრავალფეროვნებით უნდ გავხდეთ იმ მნიშვნელოვანი ოჯახის ნაწილი, რომლის სიმდიდრეც მრავალფეროვნებაშია. ვფიქრობ, რომ ბრიუსელში ძალიან სწორი ინფორმაციის გაცვლას ჰქონდა ადგილი. მათ მიიღეს ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, როგორც ევროპული საზოგადოება, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს. საზოგადოება თავად ირჩევს. ამიტომ საქართველოს ევროპული გზა არ გამორიცხავს ამას და ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

საქართველოს საპატრიარქომ ბრიუსელში ვიზიტის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის და მან მაღალ დონეზე ჩაიარა.

 

 

"ამასთან, აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი