გიგა ბოკერია: პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიულმა რეაქციამ ჩვენს პარლამენტში შესვლაზე წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია, რომ ივანიშვილს შევეკარით
16-11-2016, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდრის, გიგა ბოკერიას განცხადებით პარტიაში დაპირისპირება პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რამაც პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე "ხელის ჩაქნევის" გამოცხადება, მით უფრო თვითმმართველობის არჩევნების ფონზე "დიდი შეცდომა" იქნებოდა.

 


“ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ, ამ არჩევნებზე ვიბრძოლოთ ჩვენს აქტივთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი