ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ნიუ ჯერსიში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი 10 მარტს გაიმართება.
"10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.