ამერიკაში ქალაქის მერი მას შემდეგ გადადგა, რაც მიშელ ობამაზე „ქუსლებიანი მაიმუნის" რასისტული კომენტარი მოიწონა
16-11-2016, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების დასავლეთ ვირჯინიის ერთ-ერთი ქალაქის მერი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მან მიშელ ობამას შესახებ რასისტული კომენტარი მოიწონა.

 


ბევერლი ვეილინგმა Facebook-ზე გამოქვეყნებული ის განცხადება მოიწონა, რომელიც მიშელ ობამას აღწერდა, როგორც „ქუსლებზე შემდგარ მაიმუნს“.

 


პეტიციაზე, რომელიც მერის გადადგომას ითხოვდა 170 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

 


ქალბატონი ვეილინგი მცირე ქალაქ კლეის მერი იყო, რომელსაც მხოლოდ 491 მცხოვრები ჰყავს.

 


2010 წლის სტატისტიკური აღწერის თანახმად, ქალაქში აფრო-ამერიკელები არ ცხოვრობენ. კლეის ოლქში კი მთლიანად მცხოვრები 9 000 ადამიანიდან 98%-ზე მეტი თეთრკანიანია.

 

 

(მელანია ტრამპი და მიშელ ობამა გასულ კვირას თეთრ სახლში შეხვედრისას)

 

 

ვეილინგმა „ფეისბუქზე“ ადგილობრივ მცხოვრებს, პამელა რამზი ტეილორს უპასუხა, რომელმაც პირველ ლედის „მაიმუნი“ უწოდა.

 


„გამომცოცხლებელი იქნება ის, რომ გვეყოლება, მაღალი კლასის, მშვენიერი, ღირსეული პირველი ქალბატონი თეთრ სახლში. დავიღალე ქუსლებიანი მაიმუნის ყურებით“, - დაწერა ტეილორმა, რაზეც ქალაქის მერმა ვეილინგმა უპასუხა: „ძალიან გამაბედნიერე პამ“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი