ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ იგი ცდილობდა მისი შვილებისთვის „უსაფრთხოების ნებართვის“ მიღებას
16-11-2016, 09:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი არ ცდილობდა მისი შვილებისთვის „უსაფრთხოების ნებართვის“ მიღებას, რაც მათ კლასიფიცირებულ სამთავრობო ინფორმაციებზე წვდომის საშუალებას მისცემდა.

 

 

„მე არ ვცდილობ მივიღო ‘უმაღლესი დონის უსაფრთხოების ნებართვა’ ჩემი შვილებისთვის. ეს იყო ჩვეულებრივი, მცდარი ახალი ამბავი“, - თქვა უძრავი ქონების მაგნატმა „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში.

 


ტრამპმა აღნიშნული განცხადება მედიაში გაჟღერებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც იგი ცდილობდა მისი სამი შვილისა და სიძისათვის ე.წ. უსაფრთხოების ნებართვის მიღებას. აღნიშნული სტატუსის მქონე პირს ამერიკის შეერთებულ შტატებში უფლება აქვს კლასიფიცირებულ, საიდუმლო ინფორმაციაზე გააჩნდეს წვდომა და ასევე, გულდასმითი შემოწმების შემდეგ, შეზღუდულ ადგილებში შევიდეს.

 


ამგვარი მოწმობების მოპოვება კი ნებას დართავდა ტრამპს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები მის ქალიშვილ ივანკასთან, ვაჟებთან, ერიკთან და დონალდ უმცროსთან, და სიძესთან, ჯერედ კუშნერთან ერთად განეხილა. ფედერალური კანონი უკრძალავს პრეზიდენტს ოჯახის წევრების მის ადმინისტრაციაში დასაქმებას.

 


ოთხივე მათაგანი მისი საარჩევნო კამპანიის დროს საკვანძო მრჩევლების თანამდებობებზე მუშაობდა.

 


ტრამპი ირწმუნება, რომ თავიდან აიცილებს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან მისი შვილები ბიზნეს სფეროში განაგრძობენ საქმიანობას, როგორც კი ის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი