მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოვახშმენი პირდაღებულნი დარჩნენ, როცა იქ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.
მაგრამ, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია იუწყება, არა მხოლოდ ისინი დარჩნენ გაოცებულნი ტრამპისა და მისი ოჯახის რესტორანში მოუმზადებლად სტუმრობით.
რეპორტიორთა ჯგუფს, რომელიც ვალდებულია არჩეული პრეზიდენტის გადაადგილება გააშუქოს, „ტრამპ თაუერში“ უთხრეს, რომ ისინი არ იყვნენ საჭირო, რადგან არჩეული პრეზიდენტი საღამოს სახლში რჩებოდა.
ვიდეოზე ჩანს, როგორ ესალმება ტრამპი რესტორნის მომხმარებლებს და ეუბნება, რომ იგი შეამცირებს მათ გადასახადებს.
ნიუ იორკის მანჰეტენის რაიონში, „კლუბ 21-ში“, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის მისვლის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ კორესპონდენტის, ტეილორ რიგის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომელიც ისე მოხდა, რომ იქ ვახშმობდა. სწორედ მან დაწერა „თვითერზე“ ტრამპის იქ მისვლა, თუმცა ადგილმდებარეობის აღწერისას, შეცდომით სხვა რესტორნის სახელწოდება მიუთითა, მოგვიანებით კი შეცდომა გაასწორა.
„ჩვენ დაბლა დავწევთ თქვენ გადასახადებს, არ იდარდოთ ამაზე“, ეუბნება ტრამპი რესტორანში მყოფთ, გავრცელებულ ვიდეოში.
პრესას, რომელიც არჩეული პრეზიდენტის გადაადგილებას აშუქებს, 18:45 საათზე უთხრეს, რომ იგი სახლიდან გასვლას არ აპირებდა და მათაც შეეძლოთ შინ წასვლა.
45 წუთის მოგვიანებით, „ავტომანქანების მასობრივი კორტეჟი“ დაინახეს, რომელიც „ტრამპ თაუერიდან“ დაიძრა. გავრცელებული ცნობით, კორტეჟი ათეულობით სატრანსპორტო საშუალებისა და სასწრაფო დახმარების მანქანისაგან შედგებოდა.
როდესაც „თვითერზე“ რიგის ინფორმაცია გავრცელდა, რეპორტიორები მის მიერ შეცდომით მითითებულ რესტორანში გაქანდნენ და ბუნებრივია, იქ ტრამპი არ დახვედრიათ, თუმცა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ ისინი რესტორნის სიახლოვეს არ მიუშვეს იმ დრომდე, სანამ ტრამპის ოჯახი იქ ვახშმობდა და 21:41 საათზე სალში არ დაბრუნდა.
საპრეზიდენტო პროტოკოლის დარღვევამ და პრესისასთვის ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეაშფოთა შეერთებული შტატების მედია, რომელიც ისედაც შეწუხებულია მომავალ ადმინისტრაციასთან ხელმისაწვდომობისა და მისი გამჭვირვალობის ნაკლებობით.
პრესასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა, ჰიკსმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მან არ იცოდა ტრამპის გეგმების თაობაზე და პირობა დადო, რომ რეპორტიორებს „ექნებათ ყველგან ხელისმიწვდენის საშუალება და იმაზე მეტად, რაც კი ოდესმე რომელიმე პრეზიდენტის დროს ჰქონიათ“.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ „მიუღებელი უწოდა შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტის გამგზავრებას რეგულარული გადამღები ჯგუფის თანხლების გარეშე, რომელიც ვალდებულია გადაიღოს ის და საზოგადოებას ამცნოს მისი ადგილსამყოფელის შესახებ“.
ასოციაციის პრეზიდენტი ჯეფ მეისონი მიესალმა ქალბატონი ჰიკსის დამამშვიდებელ განცხადებას, მაგრამ თქვა: „ამ დაპირებაზე მოქმედების დრო არის ახლა“ და ხაზი გაუსვა, რომ „რეპორტიორები ადგილზე არიან... რათა არჩეული პრეზიდენტის საქმიანობა გააშუქონ იმ დროს, როცა იგი მის ადმინისტრაციას აყალიბებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.