ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება და სოფელი ხურვალეთი მოინახულა
10-03-2015, 02:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება - წეროვანს ესტუმრა.

 

 

სოფელ ხურვალეთში ეუთო-ს გენერალური მდივანი ადგილზე გაეცნო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ლამბერტო ზანიერი პირადად გაესაუბრა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და მათგან მოისმინა არსებული პრობლემების თაობაზე.

 

 

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საჯარო სკოლა მოინახულა, გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობს და სკოლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პირობებს. წეროვანში სტუმრობისას ეუთო-ს გენერალური მდივანი მერაბ ზანგურაშვილის ოჯახსაც ეწვია, გაესაუბრა დევნილთა ოჯახს და გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს.

 


ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს 8-10 მარტს ოფიციალურ ვიზიტად სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ლამბერტო ზანიერი შეხვდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი