მიხეილ სააკაშვილი: პრეზიდენტმა პოროშენკომ დავალება გასცა, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი
17-11-2016, 00:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.

 


"ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოსა და მის თანამზრახველ გრანოვსკის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალურ კურატორს, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის მეშვეობით.

 


სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

 


"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ ღიად ბანდიტური 'ჟულიკების' მომსახურებით, არამედ მათ რჩევებსაც ყურს უგდებს", - ამბობს ყოფილი გუბერნატორი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი