მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმ ქმედებებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
17-11-2016, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "მნიშვნელოვანს" უწოდებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

 

 

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმ ქმედებებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე იმ პირების მდგომარეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვერ ახერხებენ დაბრუნებას. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ბევრი ჩვენი პარტნიორისგან ევროკავშირიდან და სხვა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისგან. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ საქართველოსთვის ეს მწვავე თემა იყოს აქტუალური საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 


2016 წლის 16 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

 


ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი