საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კრწანისში “NATO-საქართველოს სწავლება - 2016”-ს დაესწრო, რომელიც NATO - საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს.
პრეზიდენტი სწავლების მიმდინარეობას პრემიერთან ერთად გაეცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სწავლებები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ემსახურება ასევე გლობალური სტაბილურობის მიზნებს.
„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების გასაღრმავებლად.
ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.
ქართველი ჯარისკაცები ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც თანამებრძოლებთან ერთად უზრუნველყოფენ გლობალურ უსაფრთხოებას.
მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მიზანს ემსახურება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კრწანისში.
მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.
სწავლებაში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი - თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ და 2 პარტნიორი ქვეყნის - უკრაინისა და მაკედონიის 250 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.