საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნების" ოთწლიან მოღვაწეობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია არის თავისუფალი და ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაც არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას”, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
„ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.