საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოში მომხდარ გარდატეხაში დიდი წვლილი შეიტანა.
„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანის სახელით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.