საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
„თქვენ ალბათ იხილეთ ის ბრძანება, სადაც მართალია გაწერილია გარკვეული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშნოს შესაბამის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე. რამ განაპირობა ეს გამონაკლისი მინდა განვუმარტო საზოგადოებას: ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. საუბარია ენის ცოდნასა და სხვა კრიტერიუმებზე, ამიტომ გახდა ეს იმ დროს აუცილებელი”,- განაცხადა იზორიამ.
იზორია განმარტავს, რომ მისი წინამორბედების მინისტრობის დროსაც იყო ასეთი შემთხვევები.
„თუ ვიღაცას აქვს იმის ილუზია, რომ ეს მარტო იზორიას მინისტრობის დროს ხდება, ეს არის ტყუილი“,- აღნიშნა იზორიამ.
იზორია ნინუასა და ცაბაძის მიერ გადადგომასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "ღირსეული გადაწყვეტილება" იყო.
„კრიტიკა დაკავშირებული იყო იმ ვიდეოსთან, რომელიც გავრცელდა, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი. მან პირადად მთხოვა გამომდინარე რეფორმების განხორციელების და მოკვლევის მიუკერძოებლობის ინტერესებიდან, გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა ხაზგასმით ვამბობ - დროებით, სანამ მოკვლევა საბოლოო პასუხს არ იტყვის.
იმ შემთხვევაში თუ არ გამოვლინდა მოკვლევის საფუძველზე მათი პოლიტიკური ნიშნით აქტიურობა, მე მივიღებ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ვაფასებ მათ ღირსეულ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ. მათ აქვთ კონკრეტული ხედვა და ღვაწლი თავდაცვის სისტემაში“ , - აღნიშნა მინისტრმა.
საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგო ნინუამ და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის თაობაზე მათ გუშინ, საგანგებოდ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
სერგო ნინუამ განაცხადა, მათ თანამდებობები სრულყოფილი მოკვლევის ჩატარების მიზნით დატოვეს.
თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე თავდაცვის მინისტრის მიერ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დღეს დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.