„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყში 300 ყოფილი პოლიციელი მოკლეს
17-11-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შესაძლოა 300 ყოფილი ერაყელი პოლიციელი მოეკლათ სამი კვირის წინათ და სამხრეთ მოსულში, ქალაქ ჰამმამ ალ-ალილის სიახლოვეს, ერთ დიდ სასაფლაოში დაემარხათ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ „ჰუმან რაითს ვოჩზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 


„როიტერსის“ რეპორტიორი მასობრივი სასაფლაოს ადგილას მივიდა, სადაც ადგილობრივებმა თქვეს, რომ ულტრა-უკომრომისო მებრძოლებმა იქ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული და თავმოკვეთილი ადამიანები დამარხეს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათი რწმენით, 200-მდე ადამიანი მაინც მოკლეს რამდენიმე კვირის წინათ, სანამ „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქიდან უკან დაიხევდა.

 


მათ მუშის ნაამბობის ციტირება მოახდინეს, რომელიც ჰყვება, რომ ადრინდელ სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, რომელიც მასობრივ სასაფლაოდ არის ქცეული, მან დაინახა „ისლამური სახელმწიფო მებრძოლები“, რომლებსაც ოთხი დიდი სატვირთო ავტომანქანა მიჰყავდათ, რომელზეც დაახლოებით 100-125 ადამიანი იმყოფებოდა, ზოგიერთ მათგანში კი მან ყოფილი პოლიციელი ამოიცნო.

 


რამდენიმე წუთის შემდეგ მან გაიგო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების ხმა და განწირული ყვირილი, განაგრძობს მუშა. შემდეგ საღამოს, 29 ოქტომბერს, მსგავსი სცენა განმეორდა, ამ დროს დაახლოებით 130-დან 145 ადამიანამდე გადაჰყავდათ, უთხრა მან „ჰუმან რაითს ვოჩს“.

 


მეორე მოწმემ, ჰამმამ ალ-ალილის მცხოვრებმა თქვა, რომ მას დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ესმოდა ავტომატური იარაღიდან გასროლები იმავე მიდამოებში და ეს სამი ღამე გაგრძელდა.

 


„ეს არის კიდევ ერთი სამხილი ‘ისლამური სახელმწიფოს’ მიერ ჩადენილი საზარელი მასობრივი მკვლელობებისა, რომელიც პოლიციის ყოფილი ოფიცრების მიმართ განხორციელდა“, - განაცხადა ჯო სტორკმა, „ჰუმან რაითს ვოჩის“ ახლო აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. „ISIS-მა პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულებებისთვის“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი