საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ რანგში ჟურნალისტებს დღეს ბოლოჯერ შეხვდა, აცხადებს, რომ მისი ახალი სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
უსუფაშვილი "სერიოზულ საქმეზე სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის" მზაობას გამოთქვამს.
"მინდა ჩემი პოლიტიკური გამოცდილება მოვახმარო იმას, რომ მოვძებნო ასეთი ადამიანები. მზად ვარ სერიოზულ საქმეზე სერიოზულ ხალხთან სერიოზული საუბრებისთვის. მზად ვარ იდეაზე დაფუძნებულ გეგმებზე და ამოცანებზე სასაუბროდ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუბარი შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება საარჩევნო ციკლებს - რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება, როდესაც ხელისუფლების საკითხი დგება, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის დაწყების პირველი ეტაპი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მასთან მოღვაწეობა "საერთო შეხედულებებმა" გადააწყვეტინა.
“მე ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობა და მასთან ერთად მოღვაწეობა გადამაწყვეტინა მისმა შეხედულებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ლოზუნგი იყო - “დავასრულოთ ერთპარტიულობა და დავამყაროთ მრავალპარტიულობა“. პირველი ნაბიჯებიც ასე გადადგა და სხვადასხვა პარტიიდან შექმნა კოალიცია ანუ ის მოდელი, რომელიც სტაბილურ პოლიტიკურ სისტემამდე მიგვიყვანდა. სამწუხაროდ, დღეს მივიღეთ ის, რომ ვიარეთ წრეზე და მოვედით ისევ იქ, რომ თურმე ერთპარტიულობის შეცვლა ვიღაცეებისთვის ნიშნავს, ცუდი ერთპარტიულობის შეცვლას კარგი ერთპარტიულობით. ცუდი ერთპარტიულობის შეცვლა კარგი ერთპარტიულობით ეს არის ილუზია, მირაჟი, რომელიც გაიფანტება ხოლმე რაღაც მომენტში და დავინახავთ, რომ თურმე ეს კარგი ერთპარტიულობა არის ცუდ ერთპარტიულობამდე მისვლის უმოკლესი გზა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.