გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა თვისობრივად იქნება განსხვავებული პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვებისგან
17-11-2016, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის გახსნისას "არაერთ საინტერესო ინიციატივაზე" ისაუბრებს.

 

 

„საქართველოს პრეზიდენტი გახსნის მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომას. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვებისგან. გახსნით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს არა ერთ საინტერესო ინიციატივაზე და ამავდროულად, ისაუბრებს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც, სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

 

"პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი