აშშ-ის საელჩო: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი
17-11-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

 


"ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებაში. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში, შემდეგ ბმულზე:

 


https://2001-2009.state.gov/r/pa/prs/ps/2003/26539.htm

 

 

განცხადებაში ვკითხულობთ:

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელჰყოფა.

 

 

2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში.“

ეუთოს განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ:

 


https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/rm/2003/26256.htm

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი