საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბოს, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური სიგელი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიესალმება, რომ ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია და, ამავდროულად, არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას, საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების რეკორდულად მოკლე დროში დასრულებაც ადასტურებს.
საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეხვედრაზე ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობასაც დაეთმო.
ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.