დავით უსუფაშვილი: თუ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას - ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდია
17-11-2016, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ რანგში დღეს ბოლოჯერ შეხვდა ჟურნლისტებს, აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვების შემთხვევაში, თბილისში არსებულ პარლამენტის შენობას "რამე უნდა მოუხერხონ".

 


„თუ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას და მე მგონი, აქეთ მიდის საქმე, რაც ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. ჩემი შეფასებით, პარლამენტი დაახლოებით 20-25 პროცენტს კარგავს მხოლოდ იმითი, რომ ასეა გაბნეული ქუთაისსა და თბილისს შორის. ახლა თუ „ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ალბათ ამ შენობას უნდა მოუხერხონ რამე, რადგან შეიძლება ქუთაისში დარჩეს პარლამენტი. თუმცა ვნახოთ, რაზე ჩამოყალიბდებიან. ჩვენ ქუთაისში პარლამენტის შენობის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა გადავწყვიტეთ იმ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში, რაც საჭირო და აუცილებელი იყო, მაგრამ თუ პარლამენტი ქუთაისში რჩება, მაშინ გარე ტერიტორიებია კეთილმოსაწყობი, შენობას და მის შემოგარენს შესაბამისი განვითარება სჭირდება, როგორც ეს პარლამენტს შეეფერება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი