თბილისში, ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა
17-11-2016, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას კოტე მახარაძის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილის მერია ავრცელებს.

 

 

სიმბოლური აბრა დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გახსნა.

 


„დღეს კოტე მახარაძე 90 წლის გახდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ქართულ სპორტში. ის იყო შესანიშნავი კომენტატორი, იყო პედაგოგი და არაერთი ტელე-ჟურნალისტი აღუზრდია მას. ამდენად მას, როგორც დასაფასებელ ადამიანს,როგორც ღირსეულ ადამიანს, საპატიო თბილისელს ჩვენ დღეს ვიხსენებთ და ამავდროულად, სიმბოლურად დედაქალაქის საკრებულომ ქუჩას მიანიჭა მისი სახელი. შესაბამისი აბრები გაკეთდა, რათა ყველამ იცოდეს, სად ცხოვრობდა და სად მოღვაწეობდა დიდებული ადამიანი კოტე მახარაძე“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 


ღონისძიებას სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ცნობილ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს, კოტე მარჯანიშვილისა და ახმეტელის პრემიების ლაურეატს, ერთი მსახიობის თეატრის დამაარსებელსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი