ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ანგელა მერკელთან - ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს მისი „ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი" უწოდა
17-11-2016, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა მოლაპარაკებებს მართავს ახლო მოკავშირესთან, ანგელა მერკელთან მისი შემცვლელისთვის, დონალდ ტრამპისათვის ძალაუფლების გადაცემამდე გერმანიაში ბოლო ვიზიტისას.

 


BBC იუწყება, რომ როგორც კი ობამა ბერლინში ჩავიდა, მან და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მძლავრად იცავენ გლობალიზაციას.

 

 

მათ განაცხადეს, რომ მსოფლიოში, სადაც ეკონომიკა ისე სწრაფად ვითარდება, რასაც ოდესმე კი ჰქონია ადგილი, ერებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

 

 

(ობამა ბერლინში ოთხშაბათს, გვიან ჩავიდა)

 


მოელიან რომ ობამა მოლაპარაკებებს გამართავს ევროპის სხვა ლიდერებთანაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან და საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელმძღვანელებთან, სანამ პარასკევს პერუში გაფრინდება.

 


ოფიციალური ცნობით, ობამას მოლაპარაკებების საგანი მოიცავს კრიზისებს უკრაინასა და სირიაში, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკურ ვაჭრობას, ისევე როგორც შეერთებული შტატების არჩევნების შედეგებს.

 


ობამამ და მერკელმა წლების განმავლობაში მტკიცე პარტნიორობა გამოჭედეს, რაც არ წამხდარა იმის გამჟღავნების შემდეგაც, რომ ამერიკელი ჯაშუშები კანცლერის მობილური ტელეფონის ზარებს უსმენდნენ.

 


ობამამ მერკელს „ალბათ... ჩემი ყველაზე ახლო საერთაშორისო პარტნიორი“ უწოდა.

 


ტრამპი, მათ საპირისპიროდ, სასტიკი წინააღმდეგია გლობალური თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების და მიესალმა ივნისში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას. ამდენად, ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასთან გერმანიის მომავალი ურთიერთობები ადვილი არ იქნება.

 

 

მერკელთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მის შემცვლელს, დონალდ ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს თუკი ის გადაუხვევს შეერთებული შტატების „ღირებულებებისა და საერთაშორისო ნორმებიდან“.

 


ბერლინში საუბრისას ობამამ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი „მარტივად არ გამოიყენებს რეალპოლიტიკის (პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია პრაქტიკულ, ვიდრე მორალურ თუ იდეოლოგიურ მოსაზრებებზე) მიდგომას“, რუსეთთან საქმის დაჭერისას.

 

 

მაგრამ მან აღნიშნა, რომ იგი გამხნევებულია ტრამპის მტკიცებით, რომ იგი სრულად დარჩება Nato-ს ერთგული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი