ძმებმა ვალერი და გრიგორი ცნობილაძეებმა რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე უარი თქვეს. ამის მოტივი კი ისაა, რომ ქართველ რაგბისტებს შაბათს საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ სურთ. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ძმები ვალერი და გრიგორი ცნობილაძეები (რომლებიც თამაშობენ რუსულ სარაგბო კლუბებში და ასევე ადრე რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავდენ ) კვლავ მოიწვიეს რუსეთის ნაკრებში იმ პირობით რომ მათ აუცილებლად უნდა ეთამაშად საქართველოს წინაღმდეგაც.
ძმებმა ცნობილაძეებმა როგორც ადრე ისე ახლაც უარი განაცხადეს მისი ისტორიული სამშობლოს წინააღმდეგ თამაშზე," ნათქვამია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.