70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საწვავით სავსე სატვირთო ავტომანქანის აფეთქებისას მოზამბიკში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. 110 ადამიანს დამწვრობა აქვს მიღებული.
აფეთქება მოზამბიკში მალავისთან საზღვრის სიახლოვეს მაშინ მოხდა, როცა სატვირთო ავტომანქანას საპორტო ქალაქ ბეირადან ბენზინი გადაჰქონდა.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანები ცდილობდნენ სიფონის გადმოსხმას გადაპირქვავებული მანქანიდან, როდესაც სიცხის გამო მისი აფეთქება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.