შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, შეხვდება და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილოს, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ შეხვედრის დეტალებში კარგად ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ეს მოვლენების არაორდინალური შემობრუნება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მით რომნი სასტიკი კრიტიკოსი იყო ტრამპის და იმ დროს, როდესაც პარტია მის საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევდა, დაჟინებით მოუწოდებდა „რესპუბლიკელებს“, ყველასათვის მიეცათ ხმა, გარდა ტრამპისა. წყარომ განუცხადა „როიტერსს“, რომ შეხვედრის დროს ფართო საკითხების განხილვაა მოსალოდნელი და შესაძლებელია, რომ განხილვები სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შესახებაც წარიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.