მესტიაში, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ქართველი და უცხოელი ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდებიან
18-11-2016, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების თითქმის 70% დასრულებულია - აცხადებს Guardian.ge-სთან საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე პროექტების 85% შესრულდება, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად კი გამგებელი თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის დასრულებას მიიჩნევს, რის შემდეგაც მისი თქმით, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდება მუნიციპალიტეტს და განსაკუთრებით კი კურორტის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს.

 


კაპიტონ ჟორჟოლიანი ზამთარში, ზემო სვანეთში ქართველი და უცხოელი ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება, რადგან მისი თქმით, მესტიის მუნიციპალტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი ტურისტების კომფორტულად დასასვენებლად.

 

 

 


"მესტიაში სრულდება თეთნულდის მთაზე საბაგიროების მოწყობა. ამასთანავე, დასრულდა 26-კმ-იანი სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობა. ეს ყველაფერი კი დეკემბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით, დეკემბრის 20-სკენ გაიხსნება და შევა ექსპლუატაციაში", - განუცხადა Guardian.ge-ს ჟორჟოლიანმა.

 

 

გამგებელი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ფინანსურად, ისე მასშტაბებით და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით, თეთნულდი იყო.

 


კაპიტონ ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ დამატებითი შემოსავლის წყარო მიმდებარე თემების მცხოვრებლებსაც გაუჩნდებათ, რაც მიგრაციის პროცესის შეჩერების საწინდარიც იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი