ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის შემოწმებას იწყებს
10-03-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის შემოწმებას იწყებს.

 


ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნასთან და თბოუნარიანობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მოქალაქეთა არაერთი განცხადება და სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, კომისია გაზგამანაწილებელ კომპანიებთან ერთად მონიტორინგს იწყებს და შეამოწმებს ბუნებრივი გაზის წნევას როგორც უბნებში, ასევე ინდივიდუალურად, იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ფართებში, რომლებიც შესაბამისი მოთხოვნით დაუკავშირდებიან კომისიას. ამასთანავე, საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის (კალორიულობის) შესახებ მონაცემების ნახვა შესაძლებელია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ვებ გვერდზე.

 

 

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად ხდება საქართველოში შემოსული ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობის (კალორიულობის) გაზომვა. ლაბორატორიის მონაცემებით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე ბუნებრივი გაზის საშუალო კალორიულობამ შეადგინა 8375 კკალ/მ3.

 

 

ბუნებრივი გაზის ხარისხი (ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: სიმკვირივე, თბოუნარიანობა, ქიმიური შემადგენლობა) განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7600კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში. გარდა ამისა საქართველოს კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ ბუნებრივი გაზის თბურ შემცველობად განსაზღვრულია არანაკლებ 31.8მგჯ/მ3-სა (7600 კკალ/მ3);

 

 

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის წნევის ვარდნას, იგი შეიძლება გამოწვეული იქნეს სხვადასხვა მიზეზებით, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური აბონენტის შიდა ქსელის პრობლემა ან საერთო, უბნის პრობლემა. კომისია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს გაზგამანაწილებელ კომპანიებთან, რათა მოხდეს პრობლემატურ უბნებში ქსელის რეაბილიტაცია ან გაძლიერება.

 

 

კომისიის მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, გაზის მომხმარებელი დანადგარების შესაბამისი სამუშაო წნევით, წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის-გაზგამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი