მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივად ახალი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნისას, სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
მისი თქმით, მეტი პარტია პარლამენტში მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და მეტ დებატებს ნიშნავს, თუმცა მისივე აზრით, არჩევნებით პოლიტიკური პროცესები არ მთავრდება.
"სამწუხაროდ, პარლამენტის გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადაგომების პროცესები დაიწყო. ამ ყველაფერმა საზოგადოებაში პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობა გააჩინა. თუმცა, ყველას მინდა ვუთხრა, რომ პოლიტიკური პროცესები არჩევნებით არ მთავრდება, არამედ პირიქით იწყება. არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.