როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტული მედიის აუცილებლობა. არავის, არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ, არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მედიასთან მიმართებაში, პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვები არ არსებობდეს.
"არ უნდა გვქონეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქ შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.