საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნას ესწრება.
კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "მზად არის, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად".
“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას, ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.