მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ტონი არ იყო თანამშრომლობის ტონი".
"მე დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი და ეს განწყობა გაამყარა პრეზიდენტმა, რომ უცებ დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ვნახოთ. თანამშრომლობა აუცილებელია და მე ვთვლი, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი, ვიდრე იყო პარლამენტი აქამდე,“ - განუცხადა "რუსთავი 2"-ს სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.