ელენე ხოშტარია: როდესაც "ქართული ოცნება" ფიცს დებს პარლამენტში, ის ერთგულებას ერთ ადამიანს - არაფორმალურ მმართველს ეფიცება
18-11-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

ხოშტარია მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა სწორედ "იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა, რაც დღეს დემოკრატიას ახლავს".

 

 

მისივე აზრით, პრეზიდენტს კარგი ინიციატივები ჰქონდა, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირებით. 

 

 

"თუმცა, სამწუხარო არის ის, რომ ოპტიმიზმის იმედი რომ ეს ყველაფერი განხორციელდება, აბსოლუტურად არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ ეს პრობლემები ან დაიწყო, ან გაღრმავდა სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა ხოშტარიამ.

 

 

კითხვაზე, ჰყავს თუ არა პრეზიდენტს ახალი მოწვევის პარლამენტში თანამოაზრეები, ხოშტარია პასუხობს: 

 

 

"ქართული ოცნება" როდესაც ფიცს დებს პარლამენტში, საზოგადოებისა და კონსტიტუციის წინაშე ფიცის დადებაზე მეტად, ისინი ერთგულებას ეფიცებიან ერთ ადამიანს - არაფორმალურ მმართველს.... ამ სისტემას მუდმივად ჰქონდა ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ მაძლევს არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ აქ იქნება რაიმე ტიპის თანამშრომლობა", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი