ნიკა მელია უმრავლესობის დეპუტატებს: ირაკლი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოადგენს თქვენი გუნდის დეფექტს
18-11-2016, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოადგენს თქვენი გუნდის დეფექტს, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

 


მისი თქმით, "ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ არჩევით, ხაზს უსვამს, თუ როგორი ატმოსფეროს შექმნა უნდა პარლამენტში.

 


"თქვენ რიგებშიც კი ბატონი კობახიძე გამოირჩეოდა ყველაზე მეტი აგრესიულობით. კობახიძე ყოველთვის ცდილობდა რომ ურცხვად ყველა ოპონენტზე მოეხდინა უზნეო და ამორალური იარლიყების მიწებება მთელი უკანასკნელი თვეების განმავლობაში. იყო არა საზოგადოების შერიგების არამედ დაშორიშორების ხმაურიანი რუპორი.... ეს ადამიანი უნდა აირჩიოთ იმ ორგანოს თავმჯდომარედ, სადაც საპირისპირო უნდა ხდებოდეს.... საქმე ის არ არის, რომ ირაკლი კობახიძე წარმოუდგენლად გამოუცდელი ადამიანია, საქმე იმაში კი არ არის, რომ ბატონი კობახიძე უბრალოდ ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს, არც იმაშია საქმე, რომ ბატონი კობახიძე იმ საარაკო ტყუილებზე ბოდიშს არ მოიხდის, მე პირადად და ჩემს მეგობრებს არ გვაქვს ამის ილუზია, რომ ის ბოდიშს მოიხდის, - საქმე იმაშია, რომ მართლაც თქვენი წარმოსადგენი და მართლაც თქვენი ასარჩევი რომ ყოფილიყო ირაკლი კობახიძე, არ წარმოადგენდით პარლამენტის თავმჯდომარედ", - მიმართა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი