საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პრემიერმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
"მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას, ასევე - მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიებები.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტივობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა; ასევე - საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში დაეხმარება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის სამზადისთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გამართვა 2017 წლის ივნისში ბათუმში იგეგმება.
პრემიერ მინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.