"ქართველი ხალხი არ აპატიებს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის დაკარგვას"!
10-03-2015, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"ქართული ოცნების" ხელისუფლება – ვერც 21 მარტის მიტინგით შეიცვლება, ვერც ლარის დევალვაციის და სოციალურ–ეკონომიკური უკამაყოფილების გამო, ვერც ნეპოტიზმის და კორუფციის გამოვლინებით სახელმწიფო სტრუქტურებში და ვერც სხვა რაიმე მიზეზით, რადგანაც ყველა ეს პრობლემა გამოსწორებას ექვემდებარება! მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ისევ უმოქმედოდ დარჩება რუსეთის მხრიდან მოახლოვებული საშიშროების გამო, რაც მოსალოდნელია დასრულდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვით – "ორი ოსეთის", ანუ "გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების" მოთხოვნით, რომლის "საფუძველზეც" ჩრდილოეთ ოსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "გამთლიანდება" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, – აი, ამ შემთხვევაში კი, ქართველი ხალხი აღარ აპატიებს ამჟამინდელ ხელისუფლებას ამ კატასტროფულ შედეგს და შეიძლება არც დაელოდოს არჩევნების ჩატარებას, ისე გაუშვას იგი ხელისუფლებიდან – მასობრივი, საყოველთაო–სახალხო მღელვარების გზით! ამიტომ, ხელისუფლება აბაშიძე–კარასინის ფორმატის "ყოფნა–არყოფნაზე" კი არ უნდა ედავოს სხვადასხვა ჯურის ოპოზიციას, არამედ პირველი პირების დონეზე (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე) სასწრაფოდ უნდა დაეკონტაქტოს რუსეთის შესაბამისი პოლიტიკური რანგის ხელმძღვანელებს, რათა თავიდან აცილებული იქნას რეალური საშიშროება მოვლენების ამდაგვარი განვითარების! ამის ნაცვლად კი, რას ვხედავთ, – პრემიერი "აფხაზურ და ოსურ ენებს სწავლობს", პრეზიდენტს მიაჩნია, რომ "რუსეთთან უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადებას დიდი დრო დაჭირდება", ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ში ვიზიტის დროს, როგორც "სტუდენტს შეშვენის მასწავლებლების წინაშე", საუბრობს "აფხაზი ხალხის დამსახურებაზე რუსეთში არშესვლის სურვილის გამო", მაგრამ სიტყვას არ ძრავს – საქართველოს და ქართველი ხალხის "სურვილსა და პოზიციაზე"!!! მოკლედ, ასე თუ გაგრძელდა, დასავლეთის სიმპათია სწორედ "აფხაზი ხალხისკენ გადაიხრება და ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას, როგორც რუსეთის ნების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის"! ისმის კითხვა, – "საქართველოს რა"?! ამ კითხვაზე კი, მარტო "ნაცებს", როგორც წინა ხელისუფლებას არ მოუწევთ პასუხის გაცემა, არამედ დღეს არსებულ "ოცნების" ხელისუფლებასაც და თანაც, – მთელი სიმკაცრით!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი