სერგი კაპანაძე უმრავლესობის დეპუტატებს: ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ არ დაგაშვებინოთ ის შეცდომები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში უხვად დაუშვით
18-11-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ არ დაგაშვებინოთ ის შეცდომები, რომლებიც თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში უხვად დაუშვით, - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სერგი კაპანაძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

 

 

მისი აზრით, მმართველი გუნდი არსებული პრობლემების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ დღის წესრიგზე საუბრობს.

 


“თქვენ აქ არ ისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე არის და ძირითადად ისაუბრებთ თქვენი პოლიტიკურ დღის წესრიგზე და თქვენი ერთპიროვნული მმართველის პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ერთ-ერთი რაც თქვენ აქ გაღელვებთ ეს არის ის, რომ იქნება კრიტიკა თქვენს მიმართ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად იქნება ძალიან მწვავე კრიტიკა, იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ არ დაგაშვებინოთ ის შეცდომები რომელიც თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში უხვად დაუშვით. თქვენ ეს 4 წელი საუბრობდით განვლილ 9 წელზე და ახლა მინდა გაგახაროთ ის 9 წელის უკვე წარსულშია და უკვე 4 წელზე მოგიწევთ საუბარი, იმ 4 წელზე, როდესაც თქვენ თვითონ იყავით ხელისუფლებაში", - განაცხადა კაპანაძემ და დასძინა, რომ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა და გამოწვევა არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეკონომიკური პრობლემაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი